ფილიპინელმა ტერორისტებმა ჰოლანდიელი მძევალი მოკლეს

კუნძულ ჰოლოზე, რომელიც ფილიპინების სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, ტერორისტული დაჯგუფება “აბუ საიაფის” ტერორისტებმა ნიდერლანდელი ევოლდ ჰორნი, რომელიც შვიდ წელზე მეტია მძევლად ყავდათ აყვანილი, მოკლეს – 31 მაისს ფილიპინურმა არმიამ გაავრცელა. ჰოლანდიელის ცხედარი ჯარისკაცებმა დასახლებულ პუნქტ პატიკულში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ის გაქცევამდე დახვრიტეს. ნიდერლანდების მთავრობამ 59 წლის ჰორნის სიკვდილი დაადასტურა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა განაცხადა, რომ ამ ამბით შეძრულია.

ჰორნი 2012 წელს გარეული ფრინველების გადასაღებად იყო წასული შვეიცარიის მოქალაქესთან და ფილიპინელ გამცილებელთან ერთად. სამივე ბოევიკებს ჩაუვარდათ ხელში. თავდაპირველად ფილიპინელი გაიქცა, შემდეგ შვეიცარიელი. ტერორისტები გამოსასყიდს თხოულობდნენ.

banner
წინა სტატიაშიდმიტრი დბარი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დაასახელებს
შემდეგი სტატიაპომპეო მერკელს ბერლინში ესტუმრა