17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

ფილიპინებზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, 70-მდე ადამიანი დაიღუპა

სამშაბათს საღამოს, ფილიპინების ცენტრალურ პროვინციაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით საღამოს 10 საათზე მოხდა. მათივე განმარტებით, ქალაქ ბოგოსა და სებუს პროვინციის მიმდებარე სოფლებში, მიწისძვრის შედეგად, დაუდგენელი რაოდენობის მაცხოვრებლები დანგრეულ სახლებში, ღამის კლუბებსა და სხვა შენობებში ჩაიკეტნენ.

მედიის ინფორმაციით, ოთხშაბათს მაშველებმა სასწრაფოდ დაიწყეს გადარჩენილების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. მათ არმია, პოლიცია და სამოქალაქო მოხალისეები, სპეცტექნიკა და მეძებარი ძაღლები ეხმარებიან.

ცნობისთვის, ბოგოში დაახლოებით 90 000 ადამიანი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ფედერალური მთავრობის მუშაობა შეჩერდა, ე.წ. შათდაუნი დაიწყო
შემდეგი სტატიაკონკურსი “დამსაქმებლის გამოწვევა” ბრიტანული განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი