ფილიპინების პრეზიდენტს თავი ჰიტლერი გონია

1ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს ადოლფ ჰიტლერზე გამონათქვამების გამო, გერმანიის საგარეო უწყებამ ფილიპინების ელჩი სასაუბროდ დაიბარა…
ფილიპინების პრეზიდენტმა დღეს თავი ნაცისტური გერმანიის ფიურერს ადოლფ ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით ამოძირკვავს ნარკომანებს და ნარკოტიკებით მოვაჭრეებს საკუთარ ქვეყანაში – აცახდებს ,,როიტერი,,
. ვიეტნამში ვიზიტისას, ქალაქ დავაოში, დუტერტემ აღნიშნა, რომ კრიტიკოსები მასზე ამბობენ, რომ ის ჰიტლერის ბიძაშვილია და გაიხსენა, რომ ჰიტლერმა მილიონობით ებრაელი დახოცა, დუტერტემ თქვა, რომ ფილიპინებში სამი მილიონი ნარკომანია. “ბედნიერი ვიქნებოდი ისინი მომეკლა” – ხაზგასმით აღნიშნა დუტერტემ. “თუკი გერმანიას ყავდა ჰიტლერი, ფილიპინებს ყავს…” – თქვა მან, პაუზა გააკეთა და საკუთარ თავზე მიანიშნა. მისმა სიტყვებმა ებრაული ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია აშშ-ში. მათ თქვეს, რომ ისინი მზად არიან აშშ-ს მთავრობაზე ზეწოლა მოახდინონ იმისათვის, რომ სახელმწიფომ მკაცრი პოზიცია დაიკავოს ფილიპინებთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ დუტერტემ აშშ-ს პრეზიდენტს “ძაღლისშვილი” უწოდა. როდრიგო დუტერტე ქვეყნის პრეზიდენტი 2016 წლის მაისში გახდა.

banner
წინა სტატიაშიკლინტონი – ტრამპს 5% უსწრებს
შემდეგი სტატიაბულგარეთის პარლამენტმა ქალებს სახის დაფარვა აუკრძალეს