ფილიპინების პრეზიდენტმა მღვდლების დახოცვისკენ მოუწოდა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ 5 დეკემბერს მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა-განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან კათოლიკურ ეკლესიას “ყველაზე ფარისევლური დაწესებულება” უწოდა, მღვდლებს კი – გამოუსადეგრები.
“ეს ეპისკოპოსები, დახოცეთ ისინი, ეს სულელები სრულიად გამოუსადეგრები არიან. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, მხოლოდ კრიტიკაა” -განაცხადა პრეზიდენტმა

მოგვიანებით,ადამიანის უფლებათა ფილიპინურმა კომისიამ გამონათქვამი უკიდურესად სახიფათოდ მიიჩნია. უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ასეთი განცხადებები ქვეყანაში ძალადობას ზრდის.
აღსანიშნავია,რომ ფილიპინების 100 მილიონიან მოსახლეობაში 90% კათოლიკეა.
დღეს დუტარტეს მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გუშინდელი გამონათქვამი კათოლიკე მღვდლების მოკვლასთან დაკავშირებით, ჰიპერბოლა იყო.

banner
წინა სტატიაშილუქსემბურგში მომავალი წლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს