ფილიპინების პრეზიდენტმა ევროკავშირი ეშმაკებთან გააგზავნა

ფილიპინების პრეზიდენტმა ევროკავშირი ეშმაკებთან გააგზავნა

1ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, რომელმაც დაგმო ქვეყანაში ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის მეთოდები, ევროკავშირი ეშმაკებთან გააგზავნა – წერს გამომცემლობა Time.
“წავიკითხე, რომ ევროსაბჭო ჩემს ქმედებებს აკრიტიკებს. მათ საპასუხოდ ვეტყვი – ეშმაკსაც წაუღიხართ“ – განაცხადა დუტერტემ ქალაქ დავაოში ადგილობრივ ჩინოვნიკებთან შეხვედრაზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, წინადადებას დუტერტემ შუათითის კომბინაცია დაუმატა.
15 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და მოუწოდა ფილიპინებს ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტები განახორციელოს.
დუტერტე ქვეყნის პრეზიდენტი მიმდინარე წლის ივნისში გახდა. მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ნარკოვაჭრობასთან სასტიკი ბრძოლა. ივნისიდან დღემდე ქვეყანაში 3 ათასამდე ნარკომოვაჭრეა მოკლული.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიექს-პერზიდენტის შემდეგ ჟაკ შირაკის მეუღლეც ჰოსპიტალიზირებულია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილ-ჯანყარაშვილის დამალული კონტრაქტები და ხელშეკრულებები