ფილიპინების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის თხოვნით იმღერა (ვიდეო)

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის საზეიმო ვახშამზე ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ სიმღერა შეასრულა აშშ–ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თხოვნით. ამის შესახებ “ტვიტერზე” დაწერა ფილიპინების საავტომობილო გზების მინიტრის მოადგილემ კარენ ჯიმენომ. მან ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ მღერის დუტერტე დუეტში ერთ–ერთ მომღერალთან. “პრეზიდენტი დუტერტე მღერის პილიტა კარალესთან ერთად დონალდ ტრამპის თხოვნით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტი. 2017”,– წერს იგი.

https://youtu.be/27XvDyuMKiU

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ მოვახერხეთ გარემოს დაცვის სამინისტროს შენარჩუნება – გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო”
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ მოადგილეები დაასახელა, რომელთა შორისაც ერთი დავით ნარმანიას მოადგილეა