ფილიპინების პრეზიდენტმა ამერიკის ელჩებს “აგენტები” უწოდა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ამერიკელ ელჩებს “აგენტები” უწოდა – დღეს Reuters-ი ავრცელებს.
“აშშ-ს უმეტესი ელჩი – ყველა არა, ცხადია, მაგრამ უმეტესი მათგანი, სრულებით არ არიან პროფესიონალი დიპლომატები. ისინი, ძაირითადი საქმიანობის გარდა, ასევე აგენტები არიან და ცენტრალურ საგამოძიებო სამმართველოსთან თანამშრომლობენ” – განაცხადა დუტერტემ ტელე-ინტერვიუში. მან თქვა, რომ მანილაში მყოფი ამერიკის ელჩი “ნომერ პირველი აგენტია” და მისი და მისი კოლეგების მიზანი პოლიტიკური რეჟიმების ჩამოგდებაა. “შესაძლებელია ჩამომაგდოთ, მაგრამ მოგიხატავთ ცხვირს” – დაამატა დუტერტემ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი რუსეთისგან კაჩინსკის თვითმფრინავის ჩანაწერებს ითხოვს
შემდეგი სტატიაამერიკის სასამართლომ პოლიციელებს უფლება მისცა ძაღლებს ესროლონ