ფილიპინების პრეზიდენტი: მიმიფურთხებია ადამიანის უფლებებისთვის

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ მას “მიუფურთხებია ადამიანის უფლებებისთვის” – “ალ-ჯაზირასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა პასუხად შეკითხვაზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოდილერების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას ეხებოდა.
სახელმწიფოს მეთაურს თქმით, აქტიური მოქმედებები დაიწყო იმის გამო, რომ “შეპყრობილი ნარკომანების” რიცხვი ქვეყნის განვითარებას აფერხებენ და ფილიპინელების მომავალ თაობას ანადგურებენ.
“თუკი შენ ჩემს ქვეყანას ანადგურებ, მე შენ მოგკლავ. თუკი შენ ჩვენს შვილებს გაანადგურებ, მე შენ მოგკლავ” – ახსნა დუტერტემ.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ ადამიანის უფლებები არაფერს ნიშნავს, რადგანაც სახელმწიფოს მტრების გულებში შიში უნდა დაითესოს.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს დუტერტემ სიტყვით გამოსვლისას თქვა: “თუკი გერმანიას ჰიტლერი ყავდა, ფილიპინებს ყავს…” შემდეგ ის გაჩერდა და თითით საკუთარ თავზე მიანიშნა.

banner
წინა სტატიაში“თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ცდუნებას არ აჰყვა და ყველა ნაბიჯი სწორად გადაიდგა, ეს ძალიან ეფექტიანი მმართველობა იქნება”
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, თუ გაცხადებული პოლიტიკაა -“ყველანი ციხეში”, “ორი გვამი მინდა”