ფილიპ რიკერი ილია მეორეს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში ვიზიტის შემდეგ ფილიპ რიკერი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრების შემდეგ კი, ისევ თბილისში დაბრუნდა და უწმინდესს შეხვდა.

დღესვე, ფილიპ რიკერი ჯვრის მონასტერს მოინახულებს, რომლის დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია-კონსერვაცია სწორედ ამერიკის დაფინანსებით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიკვარიათში, ზღვაში მაშველებმა 4 ივნისს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაბათუმში, ერთ-ერთ მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს