ფილარმონიის იჯარით გადაცემა – საია საკითხის შესწავლას პროკურატურას სთხოვს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პროკურატურას მიმართავს და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის იჯარით გადაცემის საკითხის შესწავლას ითხოვს.

ორგანიზაციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოუწოდა ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს „ინთერნეიშენალ ივენთთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ, თუმცა ამ მოწოდებას რეაგირება არ მოჰყოლია.

„ის რომ რვა წლის განმავლობაში, კომპანიას არ უწყდება ხელშეკრულება რომლის დავალიანება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს სახელმწიფოს წინაშე რა თქმა უნდა აქ შემოდის საკითხი, რაიმე სხვა არაფორმალური,უკანონო გარიგება ხომ არ არის კომპანიასა და სახელმწიფოს შორის.

ის უწყება, რომელსაც შეუძლია ამ საკითხზე იმსჯელოს თუ რასთან გვაქვს საქმე არის საქართველოს პროკურატურა. იმედს გამოვთქვამთ, რომ პროკურატურა მისცემს ამ საქმეს მსვლელობას“-ამბობს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე: “ველოდები სოციალურ ქსელში იგივე ინტენსივობით გავრცელებულ ბოდიშებს და შეფასებებს“
შემდეგი სტატიამაღალსართულიანი კორპუსები დენდროპარკის ნაცვლად – ენმ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს