26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ „შაბათის მარში“ მიმდინარეობს

„ერთად ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ“ – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

შაბათის ტრადიციული მარშით, მოქალაქეები „საპოლიციო ძალადობას“ აპროტესტებენ. მსვლელობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის პოსტერები, ასევე საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.

მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდებიან. მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველომ” 20 ივნისს, აქცია დააანონსა
შემდეგი სტატიაფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და აქტივისტ თამუნა გიორგაძეს შაბათის მარშის დაწყებამდე თავს დაესხნენ