8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში იმართება

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიის მიმდებარედ შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრნენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, ასევე ბანერები, რომლითაც აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ისინი პროტესტის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან და აქცია დღეს სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.

მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია – გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი – ეუთო-ს დასკვნა ვიზიტიდან ორ დღეში მომზადდა, რაც მცირე დროა საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ინფორმაციის გადასამუშავებლად
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა