ფილარმონიიდან პარლამენტამდე ყოველკვირეული მარში მიმდინარეობს.
დღევანდელი მარში ე.წ. გავრილოვის ღამის 7 წლისთავს ეძღვნება ლოზუნგით: „გვახსოვს გავრილოვის ღამე“. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიის წევრები, აქტივისტები და მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები. მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდებიან.
მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.














