ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ 10-ზე მეტი აქტივისტია დაკავებული

არსებული ინფორმაციით, ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ 10-ზე მეტი აქტივისტია დაკავებული. ისინი სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ცოტა ხნის წინ პოლიციის სამმართველოში ტრისტან წითელაშვილი გადაიყვანეს.
„ქართული მარშის“ წევრები აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ. ჯერჯერობით უცნობია, ისინი გადაინაცვლებენ თუ არა პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია ლოზუნგით „ნუ მომკლავ!“ იმართება.

banner
წინა სტატიაშიმესტიაში კორეელი ტურისტი გააუპატიურეს
შემდეგი სტატია„მე ვარ ის გოგო, რომელსაც გვერდით ოთახში ძმა მოუკლეს“