ფილარმონიაში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა არ შედგა

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა არ შედგა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინა გააკეთა.

„ადგილი აქვს პროვოკაციებს, ვერ ხედავს ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების აზრს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დარბაზში შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფის შეძახილების გამო, სხდომის დაწყება ვერ მოხერხდა.

თავდაპირველად, „აუდიტორია 115“-ის წევრები სკანდირებდნენ „კონსტიტუცია ხალხს“. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს სიტყვის გამოსვლის საშუალება მისცა.

„აუდიტორია 115“-ის გარდა, დარბაზში იმყოფებოდნენ სანდრო ბრეგაძე, ლადო სადღობელაშვილი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქართული მიწა არ იყიდება და ქართული მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/kakha.kukava/videos/10209191712339000/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში“ნაციონალები” ნარმანიას დაკითხვას ითხოვენ
შემდეგი სტატიაყველაფერი კანონმდებლობის დაცვითაა განხორციელებული – ნარმანია ფარცხალაძის მიწის ნაკვეთზე