“პიკეტირების ფორმას გააჩნია”-ვოლსკი სპეცრაზმის გამოყენებაზე

ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება სპეცრაზმს პიკეტირების დასაშლელად.

“პიკეტირების ფორმას გააჩნია. თუ სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის საშუალებას არ აძლევენ, რასაკვირველია, სახელმწიფო სტრუქტურამ უნდა იმოქმედოს. ხომ არ გაჩერდება.

ესენი კი ამბობენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ახალი მთავრობის შემადგენლობაზეც ლაპარაკობენ, მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ართულებს მათ მდგომარეობას”, – თქვა ვოლსკიმ.

დემონსტრანტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას დღეს ღამე გეგმავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაბლოკავენ, რათა ხვალ, 26 ნოემბერს დეპუტატებს მუშაობის საშუალება არ მისცენ.

banner
წინა სტატიაშიისევ გვარამიას რეჟიმში დაბრუნდით? – გია ვოლსკი „რუსთვი 2“-ს (ვიდეო)
შემდეგი სტატიათუ კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს კანონდარღვევას – მდინარაძე პიკეტირებაზე