ფიგურული სრიალი რიწის ტბაზე

აფხაზეთში რიწის ტბა მთლიანად გაიყინა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო თუ როგორ სრიალებს მოციგურავე გოგონა რიწის ტბაზე. ტბის მაქსიმალური სიღრმე 101 მეტრია.

რიწის წყალი მეტად მტკნარია (66 მგ/ლ). გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან იცის მხოლოდ კალმახი. რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.

1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.

იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.

https://youtu.be/Gs9k1yzMwVA

banner
წინა სტატიაშიგოდერძი ჩოხელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მეფე შიშველია!