ფიდე-ს რუს პრეზიდენტს, აშშ-ს სანქციების გამო, უფლებამოსილება შეუჩერეს…

ilumjinov6 დეკემბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის საპრეზიდენტო საბჭომ, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, რუსეთის მოქალაქეს და კალმიკეთის ავტონომირი რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტს, კირსან ილუმჟინოვს საპრეზიდენტო უფლებამოსილება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში მასზე აშშ-ს მიერ დაკისრებული სანქციების გამო,  უფლებამოსილება შეუჩერა…

როგორც თავად ილუმჟინოვი რუსულ მედიასთან აცხადებს, მან თვითონ მიმართა საბჭოს, რომ მისთვის უფლებამოსილება შეეჩერებინათ და ეს უფლებამოსილება მარტის თვემდე, მისი მოადგილისთვის, ბერძენი გიორგიოს მაკროპულოსისთვის გადაეცათ. ილუმჟინოვის განცხადებით, ის ახლა  გაურკვეველ მდგომარეობაშია, რადგამ მომავალ წელს აშშ-ში – ვაჟთა შორის მსოფლიო ჩემპიონატია და კიდევ მრავალი საჭადრაკო ღონისძიებაა დაგეგმილი… ,,მე არ ვიცი რისი უფლება მაქვს ახლა და რისი არა… არანაირი ახსნა განმარტება ჯერჯერობით არ მოუწოდებიათ ემრიკიდან,, განაცხადა ილუმჟინოვმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ის აშშ-ს გადაწყვეტილების მიმართ სასამართლოში ჩივილს და უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს .

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ კირსან ილუმჟინოვი, სხვა ორ პირთან ერთად ,,ისლამურის სახელმწიფოს,, ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების გამო დამნაშავედ გამოაცხადა და მის მიმართ სანქციები აამოქმედა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირუსი მესაზღვრეების უღმერთობა-რატომ დაატარებდნენ 11 საათი მიცვალებულს
შემდეგი სტატიალადო ბედუკაძე: „ბიძინა უარესს არ აკეთებდა?!“ (აუდიო)