პიცუნდაში ადგილობრივებთან კონფლიქტში ორი რუსი ტურისტი დაჭრეს

ორი რუსი ტურისტი დაიჭრა აფხაზეთში, პიცუნდაში ადგილობრივებთან მომხდარი კონფლიქტისას – რუსული მედია წერს. როგორც გავრცელდა, მოგზაურები რესტორან “აპსნიში” გოგოებთან ერთად ისხდნენ. მათ უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და გოგოების გაცნობა მოინდომა. უარი რომ მიიღო, მან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა.
ტურისტები სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს ორივე ფეხშია დაჭრილი. მსროლელი აღმოჩნდა 42 წლის დიმიტრი ფილია. ის დაკავებულია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჯონსონმა ლონდონში დემონსტრანტების მიერ ჟურნალისტის დევნაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიაქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო