20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ფიცო: ზელენსკი მზადაა პუტინს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.

ფიცოს მტკიცებით, მასთან საუბრის დროს ზელენსკიმ გამოთქვა სურვილი, პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს.

სლოვაკეთის პრემიერი აცხადებს, რომ ეს გზავნილი რუსულ მხარეს გადასცა.

„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან რუსეთის პრეზიდენტს შეტყობინება გადავეცი. სომხეთში ჩვენი პირადი შეხვედრის დროს მან მითხრა, რომ მზადაა შეხვდეს პუტინს ნებისმიერ ფორმატში. პასუხი აშკარაა: თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია შეხვედრით, რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს“, – აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, რობერტ ფიცო რუსეთში 8-9 მაისს იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება იახტაზე მაიამიში: 11 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი
შემდეგი სტატიაალიევი: სომხეთის განადგურების ან მისთვის დამოუკიდებლობის წართმევის განზრახვა არ გვქონდა