დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს,_ ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
„უკრაინაში ომის გზით რუსეთის განადგურების სტრატეგიის მარცხმა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი მიიყვანა დასკვნამდე, რომ თუ მიზნის მიღწევა უკრაინის არმიისა და მისი სრული მხარდაჭერის მეშვეობით შეუძლებელია, მაშინ ყველა ძალისხმევა უნდა მოხმარდეს რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის გაჩაღებას“, – განაცხადა ფიცომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი არც სლოვაკეთის და არც ნატო-ს ომი არ არის.








