11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ფიცო: “დრუჟბის” მილსადენის გამო სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ნდობა მნიშვნელოვნად დაზარალდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებოთ, „დრუჟბის“ მილსადენის გამო სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ნდობა მნიშვნელოვნად დაზარალდა.

„ამ ვითარებაში არ გამიკვირდება, თუ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გაიცემა და შემდეგ, მალევე, ნავთობის მიწოდება კვლავ შეჩერდება – „დრუჟბის“ მილსადენი თუ საერთოდ გაიხსნება. ყველამ, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ენერგეტიკულ საკითხებს, იცის, რომ „დრუჟბის“ მილსადენის გავლით ნავთობის მიწოდება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია იმ რეგიონისთვის, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკა მდებარეობს“, – განაცხადა ფიცომ ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, არ ეთანხმება უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფას, რადგან ეს თანხა ომის გაგრძელებას ხმარდება.

„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა არ დათანხმდა ამ სესხს და ჩვენ არ ვმონაწილეობთ მასში. უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მსგავსად, ვფიქრობთ, რომ ეს საომარი სესხია, რადგან 90 მილიარდიდან 60 მილიარდი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო 30 – უკრაინის საჭიროებებისთვის“, – განაცხადა ფიცომ.

ცნობისთვის, უნგრული ნავთობკომპანიის, Mol-ის ინფორმაციით, უკრაინამ „დრუჟბის“ ნავთობსადენი აღადგინა. MOL-ი ვარაუდობს, რომ ნედლი ნავთობის პირველი მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში არაუგვიანეს ხვალიდან განახლდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობიდან” გარიცხეს
შემდეგი სტატიაბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას განიხილავს