14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” — კობახიძე კაია კალასის განცხადებას პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის მოსკოვისგან საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვდა. მთავრობის მეთაურმ აღნიშნა, რომ ბრიუსელმა სიტყვიერი განცხადებების ნაცვლად, პოზიცია რეალური ქმედებებით უნდა დაამტკიცოს.

კობახიძემ ევროკავშირის მისამართით ცნობილი ქართული გამონათქვამი გამოიყენა და აღნიშნა, რომ ევროპული ბიუროკრატია ქვეყანას ხელოვნურად უქმნის რისკებს:

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს — არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი. როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ ამას და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს“, — განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, წინა წლების გამოცდილება სულ სხვა რეალობაზე მიუთითებს: „აქამდე ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა სწორედ საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა ჩვენი ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, — დასძინა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაში“ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე”- შიო მესამეს ქადაგება
შემდეგი სტატიაკობახიძე – ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის