PHR – სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.

“დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა”, – წერს ორგანიზაცია.

მათივე ინფორმაციით, ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა.

PHR აღნიშნავს, რომ ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე – არ მგონია, გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
შემდეგი სტატიაგიორგი ხოჯევანიშვილი -„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა ერთმანეთს ემსგავსება და ამას საზოგადოება აფასებს