Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო.

ალბერტ ბურლას თქმით, ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვირუსის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვა შეინარჩუნონ.

Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დროს, ვაქცინების მეშვეობით მილიონობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა და რომ ვაქცინების გარეშე, საზოგადოების ფუნდამენტური სტრუქტურა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის მოადგილე მოსამართლეებზე – ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩება
შემდეგი სტატიადღეს ზუგდიდის საკრებულო ნამდვილად ვერ აცდება კრიზისს – ანი წითლიძე