12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

პეზეშქიანი: აშშ-მა უნდა დაამტკიცოს, რომ ირანის ხელისუფლების დამხობას არ ცდილობს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ (CBS) ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის დიალოგის აღდგენისთვის ვაშინგტონმა უნდა დაამტკიცოს, რომ ირანის ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ გეგმავს.

დონალდ ტრამპთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ირანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ნდობის აღდგენისა და შეთანხმებების ერთგულების აუცილებლობას:

„პირველ რიგში, უნდა დავძლიოთ ამ ომით გამოწვეული უნდობლობა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ. აშშ-მა უნდა აჩვენოს, რომ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ადმინისტრაციის დამხობას არ აპირებს“, — განაცხადა მასუდ პეზეშქიანმა.

banner
წინა სტატიაში“ადიგენობა 2026-ზე” ჯგუფ “ურსას” კონცერტისთვის მერია 30 000 ლარს გადაუხდის
შემდეგი სტატიაჩერგოლეიშვილი: ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ, დებატებში დაგვიჯექით