პეტრო პოროშენკოს უკრაინის ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ქვეყნიდან არ უშვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პოროშენკო 27 მაისს საკუთარი მანქანით პოლონეთში გადასვლას ცდილობდა, თუმცა მესაზღვრეებმა ამის საშუალება არ მისცეს, მიზეზ კი ხელისუფლების განკარგულება დაუსახელეს.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი ამ დრომდე უკრაინა-პოლონეთის საზღვართან იმყოფება. მისი პოლიტიკური პარტიის, “ევროპული სოლიდარობის” წევრის, ოლეჰ სინიუტკას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ოფიციალურ საპარლამენტო მივლინებაში, კერძოდ კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა, ხოლო განკარგულებას მისი გამგზავრების შესახებ ხელი თავად პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ შეუძლია იარაღთან დაკავშირებით უკრაინის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება – გერმანიის ვიცე-კანცლერი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი სომხეთს რესპუბლიკის დღეს ულოცავს