,,პეტრო პოროშენკოს მხრიდან ხატია დეკანოიძესთან და სხვებთან ჩემი შედარება უხერხულია”

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პასუხობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, პეტრო პოროშენკოს მიერ მისი შედარება ხატია დეკანოიძესთან და უკრაინაში მყოფ სხვა ქართველებთან უხერხულია.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველა უნდა შეეგუოს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსია და დამარცხებასაც და წარმატებასაც უკრაინაში მიაღწევს და არა – საქართველოში.

„უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს კარგად მოეხსენება, რომ მე არ მიმიღია უშუალო მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში და სურვილის მიუხედავად ამის გაკეთება არც შემეძლო, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ. მასზე უკეთესად არავინ იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან არაკორექტულია. ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ავაკოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს ჰგავს. მე კი ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს. მე და პეტრო პოროშენკო პრაქტიკულად ერთ დროს ჩავედით უკრაინაში, მე საქართველოდან, ის – მოლდოვინდან. უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის მისი მადლობელი ვარ. ასე რომ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მე ჯერ კიდევ 6 თვის წინ მინდოდა წასვლა, მაგრამ მან გადამაფიქრებინა. მან დამიყოლია რეფორმების გაგრძელების დაპირებით, უბრალოდ ამჯერად მე უკვე აღარ მჯერა დაპირებების და საქართველოს არჩევნები არაფერ შუაშია“, – წერს სააკაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკონ მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმ  საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი : უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკურ ელიტა და მის შექმნაში მე ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას
შემდეგი სტატიაოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად კონსულტაციებს იწყებს