პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა.

მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან პეტრო პოროშენკო “კორუფციული კლანების” მფარველობაში დაადანაშაულა

მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად 2015 წლის მაისში დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ნატო-საქართველოს მასშტაბური სწავლება იწყება
შემდეგი სტატიათაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბათუმის მერიის წარმომადგენელი დააკავეს