პეტრო პოროშენკომ დონბასის აღდგენისთვის 120 მილიონი დოლარის გამოყოფის განკარგულებას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონბასის აღდგენისთვის დამატებით 120 მილიონი დოლარის გამოყოფის განკარგულებას მოაწერა ხელი.

“თითოეული მოქალაქე, რომლმაც გადაიტანა ისეთი სიმწარე, როგორიცაა ოკუპაცია, ახლობლების დაკარგვა და რომელსაც მშობლიურ სახლში დაბრუნება არ შეუძლია, უნდა ხედავდეს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს”, – განაცახდა უკრაინის პრეზიდენტმა.

ორწლიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, გამოყოფილი თანხა, უპირველეს ყოვლისა, 21 სკოლის აღდგენას, ასევე 23 ამბულატორიისა და 29 საბავშვო ბაღის აღდგენასა და მშენებლობას მოხმარდება.

ლუგანსკის ოლქში დაგეგმილია 60-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენა, ასევე ექვსი დანგრეული ხიდის შეკეთება. ამას გარდა, თანხა გამოიყოფა ადგილობრივი თეატრის მუშაობის განახლებისთვის.

ლუგანსკის საოლქო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური გარბუზის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ლუგანსკში დაზიანდა 7 ათასი ობიექტი, ზარალმა კი 330 მილიონი დოლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ჩიქოვანი : რუსთავის სკოლაში წამების ამსახველი კადრები აჩვენეს
შემდეგი სტატიაგია მაისაშვილი: ბოდიშს გიხდით ცუდი ამბავი უნდა გითხრათ – სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა