პეტრო პოროშენკო პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ წავა

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არაფერს გააკეთებს – კურიერმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ რუსული სპეცსამსახურების სახელზე დაწერილ წერილი მოიპოვა, რომელიც 2007 წლის 3 თებერვლით თარიღდება.

წერილში პეტრო პოროშენკო იღებს ვალდებულებას, არ ჩაერთოს რუსეთის საწინააღმდეგო კამპანიაში.

დოკუმენტი უკრაინის მოსახლეობისა და პოლიტიკოსებისთვის შოკისმომგვრელი მოულოდნელობა აღმოჩნდა.

პეტრო პოროშენკოს რუსულ კავშირებზე უკრაინაში უკვე დიდი ხანია, საუბრობენ, თუმცა, რუსეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის უკრაინის პრეზიდენტის ეს აღიარება პოროშენკოს პროევროპულ რიტორიკას თავდაყირა აყენებს.

უკრაინის პრეზიდენტი, წერილის მიხედვით, ვიქტორ იუშენკოს ანტირუსულ კამპანიას ემიჯნება და თავს უკრაინაში რუსული ФСБ-ს დასაყრდენი რეგიონების პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებლად აცხადებს.

პეტრო პოროშენკო დოკუმენტურად აღიარებს, რომ მისი მთავარი ინტერესი რუსეთში მოქმედი ბიზნესკომპანიები, რუსეთის მოქალაქეების დასაქმება და რუსეთის ბიუჯეტში შეტანილი ფულია.

უკრაინული ოპოზიციისთვის უკვე ნათელია, რატომ გახდა მაიდნის შემდეგ პეტრო პოროშენკო უკრაინელი ოლიგარქების ერთობლივი კანდიდატი და მათი ერთადერთი რჩეული.

დოკუმენტურად დასტურდება, რომ კორპორაცია როშენი, რომელიც პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის, რუსეთის ფედერაციაში ქარხანას ისევ ამუშავებს.

უკრაინელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2016 წელს პოროშენკოს ქარხანამ რუსეთის ბიუჯეტში ერთი მილიარდი რუბლი გადაიხადა.

წყარო: რუსთავი2

banner
წინა სტატიაში“კურიერის” ექსკლუზივი – ჩატაევის საქმის სკანდალური მასალები
შემდეგი სტატიაშემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა…