პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ „ცენზორ ნეტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა პოროშენკოს მიმართა, რომ მის მიმართ დაწესებული სანქციები ბევრისთვის საარჩევნო კამპანიის დაწყების ნიშანი იყო და ჰკითხა, მისი აზრით, როდის არის შესაძლებელი უკრაინაში არჩევნების ჩატარება.

„ჩაინიშნეთ, ამ წლის 26 ოქტომბერს“, – უპასუხა პოროშენკომ.

კითხვაზე, საიდან გააკეთა ეს დასკვნა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, პოროშენკომ აღნიშნა, რომ სხვადასხვა წყაროდან ფლობს ინფორმაციას ამის თაობაზე, ერთ-ერთი კი არის უკრაინის სტამბა, რომელიც ამჟამად ადგენს, რამდენი ბიულეტენია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში 12 თებერვალს გავრცელდა. გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს
შემდეგი სტატიაგაყალბებული არჩევნების გზით, ომის დამნაშავე პუტინი აყენებს მარიონეტებს, როგორიცაა ივანიშვილი და ლუკაშენკო-უილსონი