პეტრეს ცაავას მხარდამჭერი: მეუფე გრიგოლი რომ ჩამოვა, იმ 3-4 მოწმეს დავახვედრებთ აქ

ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდასაჭერად მარტვილში, სასულიერო პირების ნაწილი შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ სინოდის გადაწყვეტილება პეტრე ცაავას განყენებაზე უსამართლოა. ერთერთი მხარდაჭერის თქმით, მეუფე გრიგოლ კაციას ეპარქიაში იმ მოწმეებს დაახვედრებენ, ვისზეც დღეს მეუფე პეტრე ცაავა საუბრობდა.

“მეუფე გრიგოლ კაცია რომ ჩამობრძანდება, მეუფე პეტრემ რომ ვერ შეძლო იქ მოწმეების დაყენება, იმ მოწმეებს დავახვედრებთ აქ, ეს გამოიწვია თავიანთმა საქმის მიმართ დაუდევრობამ, აქამდე მიიყვანეს და საერო გახადეს ეს თემა.

ამას მეუფე გადაწყვეტს, მეუფეზე მაღლა ვერ დავდგები, მაგრამ ჩემი აზრია, როცა ჩამობრძანდება, იმ ის სამ თუ ოთხ მოწმეს [დავახვედრებთ აქ]. კიდევ მრავალი ადამიანია, რომელსაც შეხება ჰქონია. ისიც ყველამ იცოდეს, ეს სამი-ოთხი ადამიანი ყველასთვის ნაცნობი სახეები იქნება, არავის გაუკვირდება და გრიგოლ კაციას გაახსენდება ის ნათქვამები, რაც მეუფემ მოუყვა, ჩამობრძანებული რომ იყო და დავფაროთო, რომ თქვა. მე პირადად ასეთ მღვდელმთავარს არ მივიღებ” – ამბობს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერი მთავარ არხთან.

წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი “პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში” ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის ხვალ გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპისი, მეუფე გრიგოლი შეცვლის

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1909-1991)-წერილები კათოლიკოს პატრიარქს
შემდეგი სტატიაშექმნილი სიტუაცია რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს