პეტრე პოროშენკომ ჯამალას მიულოცა

პოროშენკო - ლუსტრაციის შესახებ კანონი დასახვეწია“საოცარი შესრულება და გამარჯვება!
მთელი უკრაინა გულწფელი მადლიერია, ჯამალა!-წერს უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ უკრაინელი მომღერალი ჯამალა «ევროვიზია-2016» -ის გამარჯვებული გახდა სიმღერით “1944”. ჟიურისა და მაყურებლის ხმების დათვლის შედეგად, მან გაუსწრო ავსტრალიის და რუსეთის წარმომადგენლებს. ჯამალა -სუსანა ჯამალადინოვა, დაიბადა ყირგიზეთში 1983 წ. მისი მამა ყირიმელი თათარია. მომღერალმა ბავშვობა ყირიმში გაატარა. ჯამალა ასრულებს თავის დაწერილ მუსიკას ჯაზის, სოულის და რიტმ-ენდ-ბლუზის სტილში. გარდატეხა მის კარიერში მოვიდა 2009 წელს, როდესაც მან გაიმარჯვა იურმალის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე.

როგორც მომღერალი აცხადებს კონკურსზე მან თავის ქვეყანა -უკრაინა ღირსეულად წარადგინა.

სიმღერა “1944” -ეს თარიღი ხსოვნის თარიღია, რადგან სწორედ ამ წელს ათასობით ყირიმელი თათრის ცხოვრების ჩარხი უკუღმა დატრიალდა”,-განმარტავს მომღერალი.

 

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა