პეტრე ოცხელის ფერთა სიჩუმე, რომელიც გესაუბრება

პეტრე გრიგოლის ძე ოცხელის ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. ფერწერაში ჩაძირვა მისთვის არა უბრალოდ პროფესია, არამედ სამყაროსთან ურთიერთობის ფორმა იყო. მისი ნამუშევრები აერთიანებს ტრადიციულ ქართულ ტონსა და თანამედროვე ხედვას — ფერები ხშირად ბუნებაზეა დაფუძნებული, თუმცა თითოეულში იმალება ემოციური სიმძაფრე.

პეტრე ოცხელი დაიბადა ქუთაისში 1907 წელს. სავარაუდო დაბადების თვე და რიცხვია 25 ნოემბერი ან 8 ოქტომბერი. გარდაიცვალა 1937 წლის 2 დეკემბერს, 30 წლის ასაკში. პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი — მას წაუყენეს ბრალდება ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში მოსკოვში და სიკვდილით დასაჯეს.

მისი ორიგინალი ნახატები დღეს თბილისში, საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული. ოცხელის სტილში იგრძნობა ფერისადმი განსაკუთრებული სიზუსტე. თავის ნახატებში ხშირად იყენებს ბუნების მოტივებს: წყალი, ტყე, ცა. ბევრ ადამიანს მისი ნამუშევრები მედიტაციური სიამოვნება აძლევს — ისინი იწვევენ ჩაფიქრებას, შინაგან მშვიდობასა და ემოციებს.

ჩემთვის პეტრე ოცხელი არის მხატვარი, რომელიც სიჩუმით ამბობს ყველაზე მეტს. მისი ნამუშევრები არ ყვირიან, არ ითხოვენ ყურადღებას, მაგრამ ერთხელ რომ დაინახავ, ისინი არასდროს გივიწყდება. ასეთი ხელოვანები იშვიათად ჩნდებიან — ისინი ქმნიან ემოციებს, რომლებიც სიტყვებზე დიდხანს გრჩება გულში. გული მწყდება, რომ პეტრე ოცხელი და მისი ნამუშევრები ჯერ არ არის ფართოდ ცნობილი.

ვფიქრობ, დროა მეტი ვიცოდეთ იმ მხატვარზე, ვინც სიჩუმითაც ხმამაღლა ლაპარაკობდა — პეტრე ოცხარი.

ავტორი: ლუკა კახიძე

banner
წინა სტატიაშისინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ იზოლატორი დატოვა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით – გაწერილი იქნება კონკრეტული მიზნები, ამოცანები და მათი შესრულების ვადები