“არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი…
დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან…
საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკამოზი ლონჰინოზ სუარიშვილი.
მადლიერი ვარ ყველა მათგანის, მათაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდაც მსურს მადლიერება გამოვხატო… მეტი გაგება, მოსმენა და მსჯელობა უბრალოდ, შეუძლებელია…
ბევრი დაფიქრება და ანალიზი მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო…
მეუფე შიო ყოველთვის გამოირჩევა გულისხმიერებით და გაგების უნარით…
ამ ეტაპზე წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებულია, უნდა ვიფიქრო, მაგრამ ვბრუნდები ტაძარში და მეუფე შიოს დახმარებით, დავაარსებთ სამრევლო სკოლას, ლეწციებს წავიკითხავ საწართველოს ისტორიაში, კატეხიზმოსა და ქართულ ლიტერატურაში!…წერს პეტრე კოლხი.