პეტრე I ტერიტორიებს იბრუნებდა, ეს ჩვენც ბედისწერად გვერგო – პუტინი

“პეტრე I ჩრდილოეთის ომს 21 წელი აწარმოებდა. თითქოს, შვედეთს ებრძოდა და რაღაცებს ართმევდა. არაფერს ის არ ართმევდა! ის იბრუნებდა! დიახ, აბა როგორ. ასეა. მთელი ლადოგისპირეთი, სადაც დღეს პეტერბურგია დაარსებული. როდესაც ახალი დედაქალაქი დააარსა, არც ერთი ევროპის ქვეყანა არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთად. ყველა შვედეთად აღიარებდა. იქ ძველი დროიდან სლავები ცხოვრობდნენ, ამასთან ეს ტერიტორია რუსული სახელმწიფოს კონტროლქვეშ იმყოფებოდა. [პეტრე] იბრუნებდა და ამტკიცებდა. როგორც ჩანს ჩვენს ბედისწერად გვერგო დაბრუნება და გამტკიცება. თუ გამოვმდინარეობთ იქედან, რომ ეს ძირეული ფასეულობები წარმოადგენენ ჩვენი არსებობის საფუძველს, ჩვენ, ეჭვგარეშეა, რომ წარმატებას მივაღწევთ იმ ამოცანათა გადაჭრაში, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშეა.” – თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და პარალელი გაავლო უკრაინაში მიმდინარე ომთან.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე: „საჰაერო სივრცის დაცულობა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“
შემდეგი სტატია„ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერება თავდაცვის ძალების გაძლიერების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“ – საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი