პეტრე ცისკარიშვილი : “ქართული ოცნების” დაპირებები აცილებულია 2017 წლის ბიუჯეტს

“ქართული ოცნების” დაპირებები აცილებულია 2017 წლის ბიუჯეტს”-ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში გაუმჯობესების ნიშნები არ არის და ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება.
“სწრაფი განვითარების ზოგადი კრიტერიუმი არ არსებობს, მაგრამ ამ ხელისფულებისაგან ყველაზე ნაკლებს, რასაც უნდა ელოდო, ეს არის განვითარება, მითუმეტეს სწრაფი. ეს რომ ციფრებში გადავიყვანოთ უნდა იგულისხმებოდეს 7-8 პროცენტიანი ზრდა. ეფექტიანი ხელისუფლების შემთხვევაში შესაძლებელია იყოს 10-12 %, მაგრამ “ქართული ოცნება” გვპირდება 4 % ზრდას ,ესეთი ტიპის პირობებში ესეც შეუძლებელია. 4 %ზრდა ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი პოლონეთის ცხოვრების დონეს დაახლოებით დავეწევით 35-40 წლის შემდეგ”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილმა “ქართული ოცნება” წინაასაარჩევნო ტყუილებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მთავრობის დაპირება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და თუნდაც მასწავლებელთა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, სიცრუეა.
“საშუალოდ 800 ლარი რომ გახდეს მასწავლებლის ანაზღაურება განათლების სამინისტროს ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული მინიმუმ 225 მილიონი ლარი დამატებით, მაგრამ 2017 წლის შემოტანილ პროექტში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის მხოლოდ 25 მილიონი ლარია. ისინი ვერც პენსიებს ვერ გაზრდიან, რადგან 95 მილიონი ლარით ზრდა,რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის მუხლებში, ვერ უზრუნველყოფს სექტემბერში გაზრდილი 20 ლარის დაფარვასაც კი. იმ დონეზე რომ შეინარჩუნონ პენსიები რა დონეზეც ახლაა აუცილებელი გახდება დააკლონ სოციალურ დახმარებებს და ალბათ, არჩევნების შემდეგ ამასაც აპირებენ, რომ ისევ ამოყარონ ბაზიდან სოციალურად დაუცველები და აქედან გამომდინარე დაზოგონ ხარჯები ჯანდაცვის ბიუჯეტში”,- აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ყველაზე დიდ ტყუილად საარჩევნო დაპირებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ინფრასტრუქტურის მშენებლობას უწოდებს. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ამ ბიუჯეტის ფარგლებში ვერ განხორციელდება.
“ინფრასტრუქტურის განვითარებაში ბოლო წლებში დებდნენ მილიარდი ლარის ფარგლებში, მომავალ წელსაც მილიარდი ლარია გათვალისწინებული. ამ მილიარდიდან კი 20 % ვერცერთ წელს ვერ ითვისებდნენ. რომც მოახერხონ ყოველ წელს მილიარდი ლარის ათვისება ბიუჯეტში, ეს გამოგონილი 50 გვირაბი, ხიდები, 800 კილომეტრი გზა ასევე ვერ აშენდება, რადგან ჩვენი გათვლებით ამას ჭირდება 8 მილიარდი ლარი და მოგეხსენებათ, წელიწადში 1 მილიარდის ხარჯვით 4 წელში 8 მილიარდს ვერ მივიღებთ.”-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიმანდატები მომავალ პარლამენტში – გია ვილსკის პასუხი ივანიშილის პროგნოზზე
შემდეგი სტატიაგია ბარამიძე : ივანიშვილი პოლიტიკურ ოპოზიციაში გადაბრძანდება