„თუ დავიღალეთ რუსის მოჯამაგირეებით თბილისის ხელისუფლებაში, საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ სწორედ ახლაა მოქმედების დრო, ახლა უნდა დავიწყოთ ფუნდამენტის ჩაყრა, მზადება, მოქმედება, ხალხის გადარწმუნება იმისათვის, რომ ოქტომბერში დავაყენოთ რეალური შედეგი და რუსის მოჯამაგირეები მოვიშოროთ ხელისუფლებიდან.“ – განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა
„თბილისი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური დედაქალაქია, მაგრამ აქვე ყველამ ვიცით ,რომ თბილისი ასევე არის ცვლილებების დედაქალაქი. 2003 წელს “ვარდების რევოლუცია”წალენჯიხაში დაიწყო, იქიდან წამოვიდა მაშინ მიშა სააკაშვილი, მაგრამ ყველაფერი დაგვირგვინდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ასე მოხდება 2024 წელსაც, სულ რაღაც ათი,თერთმეტი თვე გვაშორებს იმ გადამწყვეტ ცვლილებებამდე, იმ გადამწყვეტ არჩევნებამდე, რომელიც უკვე პრაქტიკულად კარს მოგვადგა. ჰოდა მაშინ მოდით ესე ვთქვათ, თუ დავიღალეთ ამ საცობებით, იმის მაგივრად, რომ ჩვენს ამ ძვირფას დროს ხარისხიანად ვატარებდეთ, ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს, შვილებთან, მშობლებთან ერთად, ვდგავართ საათობით კალაძის საცობებში იმიტომ, რომ კორუფციული გზით ფულები იშოვონ ,დაავიწროონ გზები, ვითომ საქმე გააკეთონ და ჩაიჯიბონ მილიონები. დღეს ღარიბაშვილი გამოდიოდა და თავს იქებდა ეკონომიკური ზრდით, რაღაცა ციფრებით მანიპულირებდა, მაგრამ სინამდვილეში ბოლო 2-3 წელიწადში თითქმის გაორმაგდა ყველაფერზე ფასები , თუ დავიღალეთ ომით, რომ ჩვენი შრომა არ ფასდება, თავდაუზოგავი შრომა მთელი დღეების, კვირების განმავლობაში, რომლის შედეგადაც დაახლოებით იგივე შემოსავალი გვაქვს, რაც 10-11 წლის ჰქონდა თბილისელს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას და ბოლოს თუ დავიღალეთ რუსის მოჯამაგირეებით თბილისის ხელისუფლებაში, საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ სწორედ ახლაა მოქმედების დრო ,ახლა უნდა დავიწყოთ ფუნდამენტის ჩაყრა ,მზადება ,მოქმედება ,ხალხის გადარწმუნება იმისათვის,რომ ოქტომბერში დავაყენოთ რეალური შედეგი და რუსის მოჯამაგირეები მოვიშოროთ ხელისუფლებიდან.
თბილისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ეკონომიკური თვალსაზრისით.
ადამიანი, ვისაც ჯერ კიდევ 2002 წლიდან მოყოლებული საკრებულოს თავმჯდომარის რანგში ეს ხედვები ჰქონდა, მიზანი დასახული, რეფორმების განხორციელების სურვილი, შესაძლებლობა ჰქონდა და ამ ყველაფერს აკეთებდა – მიშა სააკაშვილი, დღეს გამოკეტილი ჰყავს ამ რეჟიმს საკანში და ციხეში, რადგან იციან თუ ის იქნება გარეთ , ჩვენთან ერთად , აქ ამ დარბაზში , თბილისში,რეგიონებში თუ ის ხალხს ხელს ჩამოართმევს, დასრულდება ეს რეჟიმი .არჩევნებამდე დალოდებაც კი არ დაგვჭირდება ისე დასრულდება და შეიცვლება საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის ქვეშ რუსეთის მოჯამაგირე რეჟიმი. ამიტომაც ჰყავთ გამოკეტილი ციხეში ,20 დეკემბერს არის მორიგი სასამართლოა და გთხოვთ, რომ მობრძანდეთ, იქ ვიქნებით ჩვენც, ყველანი“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა