პეტრე ცისკარიშვილი: მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ ოცნების მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად

„მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ ოცნების მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად. ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს,რომ უცნობი იყოს თანხების წარმოშობა.ამ მიმართულებით, გამჭირვალობა, უაღრესად მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდება“. – განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

„მომდევნო ნაბიჯი, მემგონი უნდა იყოს, რომ მაგ აგენტების რეესტრში თვითონ ოცნების მაღალჩინოსნები და რეგისტრირდნენ, როგორც უკვე, რუსეთის აგენტებად. ეს უნდა იყოს რეალურად შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ქართული საზოგადოება,ჩვენი ერთიანობით განვახორციელებთ 26 ოქტომბრის შემდეგ.
გამჭირვალობა აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ, ქართული ოცნების ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს და საერთოდ, იმ თანხების წარმოშობა იყოს უცნობი, ამ მიმართულებით, გამჭირვალობა, უაღრესად მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდება“. განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, გამჭირვალობის კანონთან და ენჯეოების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიდენის შმიგალი: უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, წარმოუდგენელია შენ ქვეყანაში ებრძოდე დემოკრატიას, აფართოვებდე რუსულ გავლენებს და ამავდროულად კითხულობდე რატომ უწყდება დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიას