პეტრე ცისკარიშვილი – „MEGOBARI აქტი“ არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან, რომ ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს თავზე ხელს არ გადაუსვამენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან, რომ „ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს თავზე ხელს არ გადაუსვამენ“.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის ასევე გზავნილი, რომ აშშ კონკრეტულ ზომებს იღებს იმ ადამიანების მიმართ, „ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის“.

„ეს არის მკაფიო და კონკრეტული სიგნალი შტატების მხრიდან, რომ ისინი ერთგულნი არიან დემოკრატიული ღირებულებების და არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით და ის, რისი იმედიც ივანიშვილის რეჟიმს ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, რომ ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს ვინმე თავზე ხელს გადაუსვამდა, არ მოხდება. მთავარი სიგნალი და „მესიჯი“, რასაც კონგრესი საქართველოში აგზავნის, არის ის, რომ „ჩვენ კონკრეტულ ზომებს ვიღებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის“. ასევე ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიეროს და მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უღირს თუ არა ასეთი ხელისუფლების ყოლა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი მტერი რეგიონში, მიხეილ სააკაშვილი შეუძლებელია სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე – ყველა ისტორიულ ცვლილებას, არამხოლოდ კრიტიკა და საუბარი, არამედ აქტიური მოქმედება სჭირდება! დღეს უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეა და, რა თქმა უნდა, ვხვდებით რუსთაველზე