პეტრე ცისკარიშვილი: ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან დედოლარიზაციაზე საუბარი ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.
„ბოლო დღეებია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დედოლარიზაციაზე საუბრობენ. თავისუფალი ბაზრის პრინციპის განუყოფელი პრინციპის დაცვის ნაცვლად, ეს ადამიანები დოლარს და საქართველოში განხორციელებულ იმპორტულ ნაკადებს ებრძვიან, რაც თავის მხრივ აზიანებს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას, ინვესტიციების შემოსვლასა და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.
გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კრედიტები ხელმისაწვდომი არაა, სავალუტო ბაზარზე ხელოვნური ჩარევა და სწორედ ხსენებული ედოლარიზაციის მავნებლური პოლიტიკაა.
აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ეს ადამიანები მოგვიწოდებენ დოლარები ლარში გადავიტანოთ, თავად მათ, მაგალითად – კალაძეს, ქუმსიშვილს და გვენეტაძეს, ანაბრები და მიმდინარე ანგარიშენი (დეკლარაციის თანახმად) დოლარებში აქვთ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლე გიგი უგულავას და კაბელების საქმის განხილვის გადადებას ითხოვენ