პეტრე ცისკარიშვილი: ივანიშვილის ხელში ნებისმიერი სხვა მარიონეტი იგივე ან უარესი იქნება, ვიდრე იყო ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის შესაძლო გადაგომაზე განცხადებები საპარლამენტო უმცირესობაში გააკეთეს. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, რადგან, მისივე თქმით, ახალი პრემიერიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ იქნება.

„გასაგებია რომ ღარიბაშვილმა ქვეყანა გააღარიბა, გააღატაკა, 2012 წლის მერე ჩენ გვქონდა პოტენციალი, რომ ქვეყანა გაცილებით წინ წასულიყო, როგორც ეკონომიკურად, ასევე ევროინტეგრაციისა და უსაფრთხოების გამო, ეს პერსპექტივა ამ მთავრობამ ვერ გამოიყენა, ეს გასაგებიცაა, ისინი მარიონეტები არიან ერთი კაცის, რომელსაც ამ ქვეყნის განვითარებაზე არასწორი ხედვა აქვს. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ამ ქვეყნის მომავალის სწორი ხედვა. მის ხელში ნებისმიერი სხვა ხელქვეითი და მარიონეტი იგივე ან უარესი იქნება, ვიდრე იყო ღარიბაშვილი,”- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ვინც არ უნდა იყოს პრემიერი ეს არაფერს შეცვლის
შემდეგი სტატიასაბერძენთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა