პეტრე ცისკარიშვილი – გახარია „ოცნებას“ თავის ამომრჩეველს გამოგლეჯს

გახარია „ოცნებას“ თავის ამომრჩეველს გამოგლეჯს, ამიტომაცაა, რომ დიდად არ სიამოვნებთ, ის პოლიტიკურ პარტიას რომ ქმნის, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პეტრე ცისკარიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დღევანდელი პრეზენტაციის შეფასებისას.

ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ „პატრიოტთა ალიანსის“ ელექტორატი დაუჭერს მხარს.

„მე არც ერთს ვფიქრობ, არც მეორეს, არც მის დამოუკიდებელ თამაშს და არც „ქართული ოცნების“ პროექტს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული გრძელდება, რომ შესაძლოა, მესამე ტიპის პროექტიც იყოს, რადგან ირმა ინაშვილის პარტია აღარ არსებობს. ოკუპანტს სურვილი აქვს, დასაყრდენი ძალა ჰყავდეს და ისინი ქართულ პოლიტიკურ თამაშში ბოლომდე ჩართულები არიან, განსაკუთრებით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. თუნდაც, იხილეთ ვასაძის პროექტი, რომელმაც პოლიტიკურ არენაზე შემოაბიჯა. რაც შეეხება ამომრჩეველს, ჩვენ ამის სოციოლოგია არ ჩაგვიტარებია, არც პოლიტოლოგები ვართ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ გასაგებია, ვის ელექტორატს შეიძლება, „დააჯდეს“. ისევ და ისევ, „პატრიოტთა ალიანსი“ გაუქმებულია და მისი ელექტორატი სადღაც უნდა წავიდეს. ვფიქრობ, „ოცნებასაც“ გარკვეულწილად თავის ამომრჩეველს გამოგლეჯს, ამიტომაცაა, რომ ისინი ნერვიულობენ, აკეთებენ სხვადასხვა ცინიკურ განცხადებებს და დიდად არ სიამოვნებთ, რომ გახარია პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

საზოგადოების უმრავლესობაში გახარიას პოზიციები 20 ივნისის გამო შელახულია, იგივე პანკისის ხეობის მოვლენების გამო. ეკონომიკასაც რომ გადავხედოთ, მის პერიოდში დიდად არ აყვავებულა. არის სეგმენტი, რომელსაც ის გარკვეულწილად ესიმპათიურება, რადგან „ოცნების“ შიგნით ერთი ადამიანი იყო, ვინც წინადადებებს ნორმალურად ალაგებდა და ამის გამო მას ემხრობიან. არის პრორუსული სეგმენტი, რომელსაც მიმართულება არ აქვს მას შემდეგ, რაც „პატრიოტთა ალიანსი“ პრაქტიკულად გაუქმებულია და უნდა მოძებნოს პოლიტიკური დასაყრდენი, ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს, არჩევნებიც არაა შორს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი
შემდეგი სტატიასაქსტატი – საქართველოში 794 000 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს