“ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით დათანამდებობიდან გადაყენებით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, მთავარია დემოკრატიული, ფუნდამენტური რეფორმების გატარება, პრინციპული ცვლილება პოლიტიკური კლიმატის და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დასავლეთთან საუბარი, ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაგრამ ჩვენ ხომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ “ოცნების” რეჟიმის პირობებში ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ადამიანებს აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვთ და სხვა ამოცანები ამოძრავებთ – ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში ყოფნა მუდმივად და ძალიან დიდი ფულის კეთება.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა იოსებ ჭელიძის გადადგომასთან დაკავშირებით