პეტრე ცისკარიშვილი: ბიძინა ივანიშვილი გლდანში ოფშორული ზონის მოწყობას აპირებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა პეტრე ცისკარიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გლდანში ოფშორული ზონის მოწყობის მოტივაციაზე ისაუბრა.

“ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ როგორ მოიწყო ბიძინა ივანიშვილმა გლდანში საკუთრი ოფშორი მრავალმილიონიანი საქმის საკეთებლად. ჩვენ უკვე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია იმისა თაობაზე, თუ როგორ გადაეცა მას 18 ჰექტარი მიწა გლდანის რაიონში 1 ლარად, ეს მოხდა მაისში ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით. ის აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირ გადასახადს არ იხდის, რადგან თავისუფალ ეკონომიკურ ზონადაა გამოცხადებული. ესაა ბითკოინების მოპოვებისთვის საჭირო სასერვერო სისტემა, სადაც რამდენიმე ადამიანი თუ იმუშავებს დარაჯად და სერვერების გადასატვირთვად.

დღეს მინდა მის მთავარ მოტივაციაზე ვისაუბრო – თუ რატომ გააკეთა ეს ოფშორი, რომელიც დენის დანახარჯების დაზოგვას წარმოადგენს. საწარმო გლდანში მოიხმარს 40 მეგავატ სიმძლავრეს, რომელიც მთელი კახეთის სიმძლავრეს უდრის. რაც შეეხება ტარიფს, თუ საშუალო ფენის ადამიანები იხდიან 17 თეთრს, შეძლებული ოჯახები 21 თეთრს, ბიძინა ივანიშვილი გადაიხდის 11.8 თეთრს. ეს იყო მისი მთავარი მოტივაცია. ასე ის ერთი წლის განმავლობაში 7 მილიონ ლარს დაზოგავს.”- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი: ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა არ ექნება
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი: რა მოუთმენელი გვჭირს, ერთი თვეც არ იყო გასული, რაც პროკურატურამ დანაშაული გახსნა