26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

პეტრე ცისკარიშვილი: არ გამოვრიცხავ, თავმჯდომარეობის კანდიდატი უკონკურენტო იყოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ თავმჯდომარესა და პარტიულ ინსტიტუტებს ორ დღეში უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. ამის მიუხედავად, ახალი ყრილობის თარიღი და თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბარში განმარტა, რომ ვადის ამოწურვა ავტომატურად მომდევნო დღესვე ყრილობის ჩატარებას არ ნიშნავს და არ გამორიცხა, რომ პროცესი კონკურენციის გარეშე წარიმართოს.

“ორ დღეში მხოლოდ თინა ბოკუჩავას არა, ყველას ეწურება უფლება-მოსილების ვადა – მოდით ასე ვთქვათ, ყველა პარტიულ ინსტიტუციას. ბოლო ყრილობა ზუსტად 2 წლის წინ ჩატარდა და ორი წლით ვიყავით არჩეული ყრილობის მიერ. როგორც გენერალური მდივანი, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრები. 

ჩვენ წესდებაში არის დათქმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ყველა ეს თანამდებობის პირი აგრძელებს თავისი უფლება-მოსილების შესრულებას ახალ ყრილობამდე. ახალი ყრილობის დრო ამ მომენტისთვის ჩანიშნული არ მაქვს. 

ჩვენ ასე ავტომატზე არ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ 8-ში რახან უფლება-მოსილებები იწურება, 9-ში ეგრევე ყრილობა უნდა ჩატარდეს. 

მათ შორის იმაზე რა ფორმით ჩატარდება არჩევნები, თუ ამ არჩევნების აუცილებლობა იქნა. თუ კონკურენცია არ არის, თუ ბევრმა ადამიანმა არ გამოთქვა სურვილი თავმჯდომარეობაზე და კონკურენტული გარემო არ შეიქმნა, მაშინ როგორც წესი და რიგია, ყრილობის დელეგატები ირჩევენ ხოლმე თავმჯდომარეს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს სცენარიც განვითარდეს”- აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი. 

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ბაჩო ახალაიას განაჩენზე: სასამართლომ თავისუფალი სიტყვის გამოხატვა დანაშაულად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაკახა ასკურავა: პირდაპირ ეთერში ოპონენტებს თავ-პირს ალეწავენ და არაფერი, სიტყვის გამო კი პატიმრობას უსჯიან