27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

პეტრე ცისკარიშვილი: ამ პროცესს არ აქვს არანაირი კავშირი სამართალთან და კონკრეტულად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან, ეს არის ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება

“ამ პროცესს გასაგებია, რომ სასამართლოსთან და კონკრეტულად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან არანაირი საერთო არ აქვს, ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი”ოცნების” პოლიტიკურ კაბინეტებში და ის მოსამართლეები, რომლებიც კითხულობენ და აჟღერებენ და არიან მათი პოლიტიკური ჭანჭიკები, მათი პოლიტიკური პარტიის წევრები და ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს ჩვენ საქართველოში სამწუხაროდ. სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორია მას გაამართლებს.

აქ ჩვენ არ გვაქვს საქმე სასამართლო გადაწყვეტილებასთან, საქმე გვაქვს ივანიშვილის დავალებების შესრულებასთან, არანაირი კავშირი ამ საქმეს სამართალთან არ აქვს, მაგრამ ამას ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს პასუხს და საქართველოს ისტორია თემურ ჯანაშიასაც და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს ისტორია გაამართლებს.

ეს თანხები რაშიც დაიხარჯა, 2013 წლიდან მოყოლებული ზუსტად ანალოგიურად ხარჯავდა “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებიც, სხვადასხვა თანამდებობის პირები
, ისევე როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახური, რისი გასაჯაროებაც რატომღაც არ სურს “ოცნების” რეჟიმს და ყოველ ჯერზე ეს დოკუმენტები დარჩა და ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც და პასუხისმგებლობაც ეკისრება სახელმწიფო უმაღლეს პირებს.”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნებანკში გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი ჩალაძე: მთავარი სათქმელი უნდა თქვას ქართველმა ხალხმა, რომელმაც უნდა გადაიბაროს ხელისუფლება და ჩვენ უნდა დავდგეთ ევროპულ გზაზე