პეტრე ცისკარიშვილი: ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენი შემდეგი პარტიული რესურსები, ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიხსნათ

„ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ორგანიზაციაში ხორციელდება, მითუმეტეს პოლიტიკურ პარტიაში, მიმართულია იმისკენ, რომ პარტია გაძლიერდეს, უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ ხალხში, საზოგადოებაში, მეტი მომხრე და წევრი შემოვიერთოთ. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონდეს „ოცნება“, არამედ უნდა მივიდეთ ამომრჩევლამდე და ავუხსნათ ალტერნატივას რას ვთავაზობთ, – ეკონომიკაში, დასაქმებაში, ინვესტიციების კუთხით. ეს მარტივი საქმე არ არის, ამას მხოლოდ მშრალად დაწერილი პროგრამა არ ყოფნის ხოლმე. გამოცდილებამ გვანახა, ამას სჭირდება თითოეულ ოჯახთან, ქალაქთან მუშაობა, უშუალო შეხვედრით და შეხებითაც, ასევე მასმედიის საშუალებით.

ასევე ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენი შემდეგი პარტიული რესურსები, ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიხსნათ იმ ტყვეობიდან, რომელშიც ის იმყოფება. არა მიხეილ სააკაშვილი სადღაც გადაიყვანონ და გააქრონ, არამედ იყოს საქართველოში და შემდეგ არჩევნებს ქართულ მიწაზე შეხვდეს, თითოეულ ქალაქში ჩავიდეს. მერე რა შედეგს დადებს „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ დამარცხდება „ქართული ოცნება“, ეს ძალიან კარგად იციან და ამიტომ აკეთებენ ყველაფერს, რომ მიხეილი გარეთ არ იყოს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი: ამ ქვეყანას რუსულ ურდოს არ დავუთმობთ!