„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, სადაც რუსული კრუიზი უნდა შემოვიდეს
„ბიძინა და კოლექტიური ქოცის “პრესტიჟის” საქმეა, რუსული გემით ჩამობრძანებულ ვიზიტორებს კარგი დახვედრა მოუწყონ.
11 წელია კრემლსა და პუტინს უმტკიცებენ, ქართველებს თქვენი თავი შევაყვარეთ, ხოლო დასავლეთი და ამერიკა კი, პირიქით, შევაძულეთო.
ამ დროს, ბათუმის პორტში კორდონების მოწყობა უწევთ, ღორძაღლების ხალხისგან დასაცავად.
პირდაპირ ტყავიდან ძვრებიან, რომ თავი მოაწონონ “აფხაზეთი ქართველებისგან გავათავისუფლეთ” ტექსტებით მოსაუბრე რუს ტურისტებს, ეს უსამშობლო მოღალატეები!“ – წერს პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში.